პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას სახელმწიფოვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაცგიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფოდელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას და პოლონეთის პირველი ლედისმონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდას სასახლეში ჩაიზეუმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიპოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე. პოლონეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები: პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტისკაბინეტის ხელმძღვანელი ქშიშტოფ სთერსკი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსი პაველსოლოხი, პარლამენტის წევრი, პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა,პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იან ჯიჯიჩაკი, პრეზიდენტისმრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი, დირექტორისმოადგილე, პრეზიდენტის ოფისი, პროტოკოლის განყოფილება დოროთა სქშიფეკი, დიპლომატიური პროტოკოლისდირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირინა ლიხნეროვიჩ-აუგისტენი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება