პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 11-12 ივლისის ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/990278961140377/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოკლე ვადაში აღვადგენთ, გაიცემა კომპენსაციები
შემდეგი სტატიაცოლმა ქმარი „დანაშაული და სასჯელის“ მიხედვით მოკლა – ვინ აფარებს ხელს ნამდვილ მკვლელს?!