პრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე პრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს. ირკვევა, რომ ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია და დღეს ის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველად გაიღება.

ზურაბიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებას სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გამართავს.

პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე ელოდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას შეხვედრა საკმაოდ მცირე ჯგუფთან მოუწევს.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრების უმრავლესობამ პროტესტი პრეზიდენტს უკვე გამოუცხადა და ისინი შეხვედრაზე არ მივლენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია: 9 აპრილი ჩვენი ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება