პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს შეხვდა

საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ჩარევაზე და წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და უკრაინის საქმეთა დროებითმა წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი ნაზაროვი მიიწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზეც საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ჩარევას და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას.

“მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა“,-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : “ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული”
შემდეგი სტატია,,რუსთავი2“-ის პოლიტიკური დებატები ჩაიშალა – ,,ოცნების” უარი