პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ირაკლი სესიაშვილის გარდა, საბჭოს მუდმივმოქმედი ყველა წევრი ესწრება. სხდომის დღის წესრიგით რამდენიმე საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის, ასევე თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხს განიხილავენ.

სხდომის მონაწილეები ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ.

სხდომა 17:00 საათზე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება