პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე – სპეციალისტებმა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს

ათონელის ქუჩაზე ორბელიანის სასახლეში დილიდან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ რეზიდენციას საქართველოს არჩეული მეხუთე პრეზიდენტისთვის ამზადებენ. ადგილზე მომუშავე არც ერთმა სპეციალისტმა არ იცის თუ როდის დასრულდება სამუშაოები.

რესტავრატორები კი ამბობენ, რომ ათონელზე მდებარე შენობის რესტავრაციას, მინიმუმ, სამი დღე დასჭირდება.

ხელისუფლებას სამუშაოების სრულად დასამთავრებლად ორი კვირა აქვს.

დედაქალაქის მერი კი ამბობს, რომ ის ვერ გადაწყვეტს, სად განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენცია.

„დედაქალაქის მერი არ წყვიტავს მაგას, ვერ გეტყვით,“ – ამბობას კალაძე.

banner
წინა სტატიაშიმასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე – გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს “ქართულ ოცნებაში” კრიტიკულად აფასებენ
შემდეგი სტატია“ასეთი უმრავლესობით არჩეულ პრეზიდენტს უნდა მივცეთ არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი” – არჩილ თალაკვაძე