პრეზიდენტის პრესსპიკერის ფუნქციებს დროებით ქეთევან მახარაშვილი შეითავსებს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ფუნქციებს დროებით ქეთევან მახარაშვილი შეითავსებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლებისა და გუნდის წევრების წარდგენისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქეთევან მახარაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება. მისივე განცხადებით, მახარაშვილს დაევალება ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია და დროებით შეითავსებს პრეზიდენტის პრესსპიკერის ფუნქციებსაც.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მრჩევლები და საკუთარი გუნდის წარმომადგენლები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ემიგრანტების შთამომავალი იმუშავებს