პრეზიდენტის პოზიცია ფარცხალაძის საქმეზე

პრეზიდენტი გენერალურ აუდიტორსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს. მისი აზრით, უმაღლეს თანამდებობის პირზე თავდასხმა მიუღებელია. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებიდან ოთხი დღის თავზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვაზე პასუხი.

“კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტის აზრით, საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე საფრთხე შეექმნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მათ ვერ ექნებათ დაცულობის განცდა”,- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და მეგობრის დასაცავად თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს
შემდეგი სტატიაუკრაინამ «Яндекс», «Одноклассники», «ВКонтакте» და რუსული ტელეარხები დაბლოკა