პრეზიდენტის ფონდი მისი ხელსაქმიდან შემოსული ფულით არაა შევსებული- მეჭიაური მარგველაშვილს აკრიტიკებს

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების საკითხში პრობლემა შეექმნება, ის მზადაა მთავრობას პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმაროს, უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პრეზიდენტის ფონდი მარგველაშვილის საკუთრება არაა და მან საარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი არ უნდა ხარჯოს:
“მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი, ვერ გავიგე, რამე ფული იშოვნა სადმე თავისი? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბიუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული თანხით. თუ რამე სხვა ფული გააჩინა, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს საარჩევნო კამპანია და არა ჩვენი ფული ხარჯოს. ასე თამამად რომ ლაპარაკობს – ჩემი ფონდიდან დავხარჯავო, სადაა, ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. ”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. მისივე თქმით, თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმაროს.

„ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ, შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან.მთავრობას მაისის დასაწყისამდე აქვს შესაძლებლობა, რომ ამ თვალსაზრისით ყველანაირად მოემზადოს.“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ბარსელონას“ მცველმა კლუბის გავარდნის შემდეგ ქალის პარიკი გაიკეთა (ვიდეო)
შემდეგი სტატიამათემატიკოსებმა „სამეფო კარის თამაშებიდან“ ჯონ სნოუს სიკვდილის საიდუმლო გახსნეს