პრეზიდენტის პასუხი უმრავლესობას

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება, მაგალითად, მსჯავრდებულის შეწყალებაც, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ. პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და თუ მმართველ გუნდს რეალურად სურს სისტემის გაჯანსაღება, სისტემურ დანაშაულში ჩართული პირები, რომლებიც დღემდე სისტემაში რჩებიან უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას.
”ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ, მართლმსაჯულების იმიტაცია. იმისთვის, რომ სისტემურ დანაშაულთა წინააღმდეგ აღსრულდეს რეალური მართლმსაჯულება და შეიქმნას ნამდვილად ეფექტური მექანიზმები და არა კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს – სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას.
ის პატიმრები, რომლებიც ამ სისტემური დანაშუალის პირობებში იყვნენ უკანონოდ დასჯილები, რომელთა მიმართ განხორციელდა რაიმე ტიპის ძალადობა ან წამება, გამოძიებული იყოს მათი საქმეები და ამ მხრივ ადეკვატური პასური გავცეთ მართლმსაჯულების სახელით ყოველ საქმესთან მიმართებაში. ჩამორთმეული ქონების საკითხებს რაც შეეხება, უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი ამ საქმეების მკვდარი წერტილიდან დასაძვრელად. ეს არის სწორედ ეფექტური მექანიზმების შექმნა და არა მარტო პასუხი წარსულ ქმედებებზე, არამედ მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო პრევენცია. ჩვენ ვაპირებთ, ამ საქმეში ვიყოთ ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: ლორა ტორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო