პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ირმა ნადირაშვილი გამოიკითხება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილი მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის საკითხი – ქართველ და აზერბაიჯანელ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება