,,პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული დოკუმენტიდან გახდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება”

პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული დოკუმენტიდან გახდეს ყველა პარტიის, მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“საქმე გვაქვს საკმაოდ არაორდინალურ და არასასიამოვნო ვითარებასთან, როდესაც ჩვენს წინაშე არის სულ რამდენიმე დღის წინ მიღებული კონსტიტუცია, რომელიც უნდა შევასწოროთ. დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს უკვე გასწორებას, მოიცავს ხარვეზებს, რომელიც უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ ერთად გამოვასწოროთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოსთან დაკავშირებით დაფუძნებული იქნება სწორედ ამ მოტივაციაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ის დოკუმენტი, რომელიც იქნება ყველასი, რომელიც უნდა იყოს მთელი ერის, მთელი პოლიტიკური სპექტრის და არა მხოლოდ ერთი პარტიის კუთვნილება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, მთავარი მწუხარება, რომელიც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამოითქვა, მათ შორის ვენეციის კომისიიდან, არის ის, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. “პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ ერთპარტიული დოკუმენტიდან ეს გახდეს ყველა პარტიის, მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება და სწორედ ამ სულიკვეთებით გამოსწორდეს კონსტიტუცია. სწორედ აქედან გამომდინარე, იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება”, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრი – საქართველო სწორი მიმართულებით მიდის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე საათში განცხადებას გააკეთებს