პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოსვლის უფლებით, სავარაუდოდ, არ ისარგებლებს

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სავარაუდოდ, სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლებს.

წინასწარი ინფორმაციით, დავით ბაქრაძე არ აპირებს იმ 15-წუთიანი დროის გამოყენებას, რაც უმცირესობის ლიდერს პრეზიდენტის ანგარიშით წარდგენის შემდეგ აქვს. ამის მიზეზს კი ბაქრაძე პლენარულ სხდომაზე დაასახელებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური პროტესტის გამო არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან.

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატების გარდა მოუსმენენ მთავრობის წევრები. პარლამენტში ასევე ელოდებიან სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადეგნლებს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის დანიშნული პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი „ევროპულმა საქართველომაც“ გამოუცხადა და სასესიო დარბაზი დატოვა