პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა – კობახიძე პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტს აფასებს

რეზიდენტის პირველ ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ფრაქცია”ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დარბაზში შესვლაზე უარი თქვა.

“ევროპულმა საქართველომ” კი სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას.

ოპოზიციის გარეშე დარჩენილ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტები პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, ეს პოლიტიკური ძალები გახსოვთ თქვენ გვესაუბრებოდნენ წლების მანძილზე ინსტიტუტის პატივისცემაზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის რა თქმა უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა,“-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი „ევროპულმა საქართველომაც“ გამოუცხადა და სასესიო დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება – ზურაბიშვილი