პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება“,- აღნიშნულია ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. ვანიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის სასაფლაოზე 22 მარტს დაკრძალეს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ნატო-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება