პრეზიდენტის ინაუგურაცია – გიორგი მარგველაშვილმა ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო

margvelashvili

ჩვენ ვნახეთ პირველი პრეცედენტი ამ ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ახლად არჩეულ პრეზიდენტს მშვიდობიანად, ცივილიზებულად დახვდა პრეზიდენტის სასახლეში – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, უფლება-მოვალეობების გადაბარების პროცესზე ისაუბრა.

„ჩვენ ვნახეთ პირველი პრეცედენტი ამ ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ახლად არჩეულ პრეზიდენტს მშვიდობიანად, ცივილიზებულად დახვდა პრეზიდენტის სასახლეში და მოხდა უფლებამოსილების გადაბარება. ეს კადრი და ეს შეხვედრა იყო პირველი საქართველოს ისტორიაში და მიმაჩნია, რომ იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელზეც შემდგომ უნდა დაშენდეს ამ ქვეყანაში ზოგადად, ძალაუფლებების მშვიდობიანად და ცივილიზებულად გადაბარების კულტურა,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი უკვე მიიღო. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან მოწვევა მიიღო, პროტოკოლი მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როდესაც ეს დეტალები გადაწყდება, ამის შესახებ საბოლოოდ იქნება ცნობილი. პრეზიდენტი, ისევე როგორც მისი 5 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ახლაც მოწოდებულია, რომ იხელმძღვანელოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა იმედია, რომ იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივა ორივე მხარე და ამის შემდეგ იქნება ყველა დეტალი ცნობილი,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ცალკეული ჯგუფები ცდილობენ პოზიცია პატრიოტული მოტივებით შეფუთონ