პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს – იოსელიანი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც, რამდენად იცნობს ის გამოძიების მასალებს და რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში.

„გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს. თუ იქნება ასეთი მომართვა და ვინმეს უფლების შელახვა დადასტურებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე, ჩვენ საქმეს არ ვსწავლობთ. უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ. თუ იქნება დაინტერესებული და მხარე შემოიტანს განცხადებას, სადაც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა ლევან იოსელაინმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში
შემდეგი სტატიასოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი – სააკაშვილი