პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაეხმარება საქართველოში დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას – ჰერჩინსკი

“საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას”,-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ “ფორმულასთან”.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაEU-ს ელჩი ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა – ჰერჩინსკი თურნავას მიერ მიღებული რეგულაციით დაინტერესდა