(video) პრეზიდენტის განცხადებები ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში-სრული ვერსია

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს, რომ მერაბიშვილი არის უდანაშაულო, რადგან მის მიმართ დაირღვა კანონი.როგორც მარგველაშვილმა „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს რაღაც უფლებები შეელახა.

„მერაბიშვილი არის მსჯავრდებული, მაგრამ მასაც აქვს უფლებები. თუ მას უფლებები შეელახა, ის ადამიანების მიმართ, ვინც აიღეს და შელახეს მერაბიშვილის უფლებები, უნდა ჩატარდეს გამოძიება“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სხვა თემაა ვანო მერაბიშვილი შეწყალება. „რაზე ვსაუბრობთ დღეს, მერაბიშვილი უნდა შევიწყალო იმიტომ, რომ მერაბიშვილის უფლება შელახა ვიღაც ასევე არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა? თუ ის ადამიანები, რომლებიც არიან მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალის ადრესატები და ვისი უფლებებიც დაირღვა, აღარ არსებობენ, თუ აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები?!“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ძირითადი ქართული პოლიტიკური ძალები, მაგალითად „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთ რეალობას გვთავაზობს – ვანო მერაბიშვილი და მურუსიძე არიან მსხვერპლები.

„ასეთ დისკუსიას გვთავაზობენ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ – მსხვერპლია, დაჩაგრულია მურუსიძე, ვანო მერაბიშვილიც. ილუსტრაციას გიკეთებთ – გავიხსენოთ ჩვენი წარსული, რომ გვეთქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე დავდგებით – საზოგადოებას ჰყავს ორი მსხვერპლი, ეს არის მურუსიძე და მერაბიშვილი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით ის არავითარ გარიგებაზე არ წასულა. როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში, გადაცემა ”ბარიერში” განაცხადა, სავარაუდოდ ის ადამიანები, რომლებიც მას ბრალს სდებდნენ პოლიტიკურ გარიგებაში, საკუთარ აზრს შეიცვლიდნენ.

”სავარაუდოდ ის ადამიანები, ვინც მე ბრალს მდებდა რაღაც პოლიტიკურ გარიგებებში, იმის მერე, რაც მე არც ერთი მოსამართლე არ დამიმტკიცს, ალბათ პოზიციას შეცვლიდნენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ივნისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებები შეაფასა, როგორც სწორი, მეორე დღეს კი ჩამიგდეს მოსამართლეები. ამიტომ ვინც პოლიტიკურ გარიგებებში მდებდა ბრალს, მათ სავარაუდოდ აზრი უნდა შეცვლოდათ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, მას სურდა ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, რათა კანონი უკეთესი ყოფილიყო. ”ეს კანონი ჩემი დაწერილი არაა. ის ჩემი ვეტოს მეშვეობით არის ჩასწორებული. შესაბამისად, მე ამ კანონზე ვერ ვიტყვი, რომ იდეალურია, მაგრამ ნათლად დაფიქსირდა ვენეციის კომისიის მიერაც, რომ ეს არის ბევრად უკეთესი კანონი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

https://youtu.be/GA-iuZGy5Hk

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში პოლონელებისა და მუსლიმების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება გაიზარდა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს