მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი, ფარისევლობა, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ვალდებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა.
ღარიბაშვილის თქმით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.
„მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.