პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი მივიდა.

მიხეილ თათარიშვილი გამოკითხვაზე ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა და მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ თათარაშვილის გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მისი ოჯახის წევრის გაჩხრეკვას შეეხებოდა.

ამასთან, პროკურატურაში გუშინ მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებოდა მინდია გოგოჭურიც.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება, ნებისმიერი მინისტრის შემცვლელად კონკურენტული კადრი დაასახელოს
შემდეგი სტატიასტრასბურგში მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ევა გოცირიძეც იქნება