“პრეზიდენტის განცხადება, რომ სამართალდამცველების მხრიდან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, გამაოგნებელია”

პოლიტოლოგი ხათუნა

ხათუნა ლაგაზიძე პრეზიდენტის განცხადებაზე სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებას სთხოვს. პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ერთ-ერთმა ლიდერმა საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდა.

“ის რაც პრეზიდენტმა განაცხადა რომ სამართალდამცველების მხრიდან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, გამაოგნებელია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არსებობს. 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი თუ არ არის დაცული ქვეყანაში, ჩვეულებრივი მოქალაქის ნება საფრთხეშია”,-განაცხადა ლაგაზიძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაპარტიელების პროცესზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა” – გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატია“სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა”- გიორგი ვოლსკი გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს