„პრეზიდენტის გამოსვლაში მეტ კონკრეტიკასა და ობიექტურობას მოველოდით“ – ჯეჯელავა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პრემიერთან მთავრობის წევრებმა დახურული შეხვედრა გამართეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი.

ვიცე-პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მთავრობა პრეზიდენტისგან მეტ კონკრეტიკასა და ობიექტურობას მოელოდა:

„ეს არის ტრადიციული მიმართვა პრეზიდენტის და ჩვენ მოველოდით ცოტა უფრო მეტ კონკრეტიკას, დეტალიზაციას, ობიექტურობას რაღაც საკითხებში. იმის თქმა პრეზიდენტისგან, რომ სასამართლოში არის კრიზისი, სრულიად გაუმართლებელია. ასევე ეკონომიკური პროგრესის მინიმიზაცია არ არის პროგრესული, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მიმართულებით, საზოგადოების გაერთიანებას, სასამართლოს, მედიის თავისუფლების მიმართულებით, რასაც ადასტურებს ჩვენს პროგრესს ყველა რეიტინგი, ანგარიში ამას არასაკმარისად შეეხო პრეზიდენტი. მე არ ვფიქრობ, რომ არის დაპირისპირება. პრეზიდენტის მხრიდანაც იყო მცდელობა რამდენიმეჯერ, რომ ხაზი გაესვა, დადებით მხარეებს და შედეგებს აფასებს, მე ამას დაპირისპირებას ნამდვილად არ დავარქმევდი.

პრეზიდენტი არ ყოფილა, ვიყავით მთავრობის წევრები და პარლამენტის რამდენიმე წევრი, ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები გავუზიარეთ, ჩვენ მოველოდით მეტ ობიექტურობას, მეტ კონკრეტიკას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში„სამი წლის წინ გაკეთებული ზოგიერთი არჩევანი ხომ არ იქცა ხალხის პრობლემად?“ – ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაგულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინაარსობრივი ტექსტის – გახარია პრეზიდენტის გამოსვლაზე