“პრეზიდენტის გამოსვლაში იყო სწორი გზავნილები” – სერგი კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე მე-9 მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ თემები, რომელსაც შეეხო პრეზიდენტი, აბსოლუტურად სწორად იყო არჩეული.

“თემები, რომელსაც შეეხო პრეზიდენტი, აბსოლუტურად სწორად იყო არჩეული. პრეზიდენტის გამოსვლაში იყო სწორი გზავნილები. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი იცის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ არ მგონია, რომ ისინი აპირებდნენ ამ თემებზე სერიოზულად მუშაობას ან ამ ინიციატივის გაზიარებას. ისინი არ აღიარებენ ამ პრობლემებს და ფიქრობენ, რომ ყველაფერი არის კარგად. ბევრი თემაა, რომელზეც მოუწევს ამ პარლამენტს მუშაობა,“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული პრეზიდენტის გამოსვლაში” – თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება