“პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს” – აბაშიშვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 1, 2018 12:36

“პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს” – აბაშიშვილი

“პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, ყველა იმ საკითხს, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,“- ეს განცხადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რაზეც ისაუბრეს მარგველაშვილი. გიორგი აბაშიშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პრეზიდენტი საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ილაპარაკებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მზად არის პოლიტიკური დებატებისთვის. მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომ გიორგი მარგველაშვილს და ოპოზიციას დებატების ფორმატი არ მოუთხოვიათ. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან დებატების მოთხოვნას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

„ცალკეული პოლიტიკოსები პრეზიდენტს ჯერ რომ არ უთქვამს და არ უფიქრია იმის შესახებ წინასწარ საუბრობენ ხოლმე. მსგავსი რამ ამ წლების განმავლობაშიც კი არ უთქვამს, პირიქით, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა პოზიცია, ყოველთვის ვემხრობოდით დებატებს და მხარს ვუჭერდით ყველა წინადადებას, რომელიც დაკავშირებული იყო დებატებთან,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტში ხვალ საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. დაპირისპირების მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრებიან.

დადგენილია პროცედურები, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ დებატები უნდა გაიმართოს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 1, 2018 12:36