პრეზიდენტის გამოსლა რეალობას აცდენილი იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსლა რეალობას აცდენილი იყო. როგორც დეპუტატმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს პრინციპულობა და სიცხადე აკლდა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლა და აშკარაა, რომ ის აცდენილია რეალობას. „ქართული ოცნება“ და მათ შორის თქვენც, ხელისუფლებაში უამრავი დაპირებით მოხვედით. თუმცა, მივიღეთ ის, რომ მოსახლეობის ცხოვრება უკან მიდის, უფასურდება ლარი.

თქვენ ახსენეთ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, გეკითხებით რა ნიშნითაა ის საზოგოადებაზე ორიენტირებული? ამ ბიუჯეტში აშკარად ჩანს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება, პენსია კი საკმრისად არა. გირჩევდით ხშირად გახვიდეთ ხალხში შეხვდეთ მოსახლეობას, მათგან გაიგოთ თუ რა ტკივათ. არ შემიძლია არ გავიხსენო იგივე რთველი. რაზეც ხელისუფლეაბა ამტკიცებს, რომ წარმატბეული იყო, მაგრამ ესაა კახელი გლეხის დაცინვა.

მე არ გამიგია თქვენი ამაღლებული ხმა, როცა თავს ესხმოდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
თქვენ ყველაფერს არ აკეთებთ იმისთვის, რომ შერჩევითი სამართლის ფაქტები შემცირდეს.

არ შემიძლია არ შევეხო კრიმინალური ფაქტების გახშირებას. ამ ქვეყანაში იზრდება დანაშაული, ფეხს იკიდებს ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ბოლო წლებში პრაქტიკულად არ არსებობდა. მაგრამ როცა ქვეყანაში ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც კრიმინალთან ვალდებულია, არ შეიძლება მშვიდობაზე ვისაუროთ.

თქვენ ახსენეთ გაზპრომი, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება არ იყო პრინციპული და ცხადი.“

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში კანონი უნდა ბატონობდეს და არა ინდივიდები
შემდეგი სტატია“მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე,”-გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს საყვედურობს