საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მისი ადმინისტრაცია არ მიიღეებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ შეაფასა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს ინტერესს უპირისპირდება:
„მოწვეული სპეციალისტები, არასაპარლამენტო პარტიები იქნება ჩართული და ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს პარლამენტი. ამაში არათუ საწყენი არ უნდა იყოს არაფერი, არამედ ვისაც შეუძლია და მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა. ეს იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“, – განაცხადა ვოლსკიმ.