პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – ხაზარაძე

საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნება” კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს.

“საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).

თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს!

ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია“, – წერს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გვყავს გადასარჩენი, არ ვართ „ფარჩაკების“ ერი, ჩვენ ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, შინდისის გმირები სულ ახლახან გვყავდა – სააკაშვილი
შემდეგი სტატიასტოკჰოლმი: ქართული სამრევლო,  ფოლკლორის ანსამბლი  და საფეხბურთო გუნდი