პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ მიაწოდაინფორმაცია და განუცხადა, რომ აღნიშნულ სეგმენტს, უჭირს ფინანსებთან წვდომა, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს.

მაია მელიქიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოსათვის ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფს, რომელიც მცირე და საშუალობიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ.

მაია მელიქიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს თანამშრომლობას “რესპუბლიკა ბანკთან“, „თიბისი ბანკთან“, „პროკრედიტ ბანკთან“, „საქართველოს ბანკთან“.

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი აქტიურად ჩაერთვება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესისმონიტორინგში, რომელსაც თავად ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიენმ-მ დოკუმენტები წარადგინა : კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს კალაძის კომპანიამ ფული ჩაურიცხა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა