პრეზიდენტის ცოლის ძმის შეწყალების საქმე ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს არ განუხილავთ

გიორგი მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალების საქმე ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობის დროს არ განუხილავთ.

ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დღეს გააკეთა და ამ განცხადებით მან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, ბრალდებებს უპასუხა.

ალეკო ელისაშვილი საკითხის შესწავლას საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს.

„შეწყალების კომისიაში პრეზიდენტის არც ერთი ნათესავის, მათ შორის ცოლის ძმის, საქმე არ განგვიხილავს. ძალიან მაგარია, ბესელია მე რომ კორუფციაში მადანაშაულებს. აღარ ვენდობი პროკურატურას, რომელთანაც ძალიან გულმოდგინედ ვთანამშრომლობდი და, რომელიც საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობს. ამიტომაც ვითხოვ, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების მფლობელები კომპენსაციებს მიიღებენ
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პრეტენზიებს პასუხობს