პრეზიდენტის არჩევის წესი – მმართველი გუნდი უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

მმართველი გუნდი უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც დაიწყებენ მუშაობას, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება.

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.

ამ დროისთვის კი მმართველ გუნდს დაახლოებით 69 მანდატი აქვს.

„იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და რეალურად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სოფელ უბისაში – ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
შემდეგი სტატია“უბნებზე მობილიზებული სუს-ი და კუნთიანი ბიჭები” – არმაზ ახვლედიანი არჩევნებში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს