პრეზიდენტის ანგარიში – პარლამენტი მწვავე დებატებისთვის ემზადება

პარლამენტი მწვავე დებატებისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. დებატების ფორმატი ამჯერად უმრავლესობამ მოითხოვა – “ქართული ოცნება” პრეზიდენტს განმარტებებს შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან მოსთხოვს.
“ჩვენი ოპონენტები რატომ ამბობენ მწვავე გვექნება თუ ტკბილი გამოსვლები მე არ ვიცი, წინასწარ განჭვრიტეს რაიმე თუ ნამდვილს მიზეზს ხედავს იმისა, რომ ჩვენ გუნდს შეიძლება ქონდეს გარკვეული შენიშვნები პრეზიდენტთან და მე მიკვირს რატომ არ შეიძლება მათაც ქონდეთ გარკვეული პრეტენზიები,”-აცხადებს გია ვოლსკი.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტი ორ ფორმატს ითვალისწინებს -ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლასა და პოლიტიკურ დებატებს.
პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15 წუთი, დამოუკიდებელ დეპუტატს – 5 წუთი.
პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
შემდეგი სტატია“ყოველ წელს იყო პრეზიდენტის მხრიდან ამის მზაობა,” – ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში დებატებზე საუბრობს