,,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს”-ხატია მოისწრაფიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

,, ჩამოყალიბებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნები ,რომელსაც კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გასაუბრებები, ეს პროცესი გაგრძელდება 15 თებერვლამდე. შემდეგ უკვე გამოჩნდება, რამდენი ახალი კადრის დამატება იქნება საჭირო” -განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ და შესაბამისად იმ კანდიდატების რეზიუმეები ,რომლებიც ადმინისტრაციაში მუშაობას აღარ გააგრძლებენ, გადაიგზავნება საჯარო რეესტრის ბაზაში დასაქმებისთვის.

ასევე,კადრებისთვის, ვინც ადმინისტრაციაში მუშაობას აღარ განაგრძობენ გათვალისწინებულია სამი თვის ხელფასი წინასწარ კომპენსაციის სახით.

შეგახსენებთ ,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 60 თანამშრომლამდე მცირდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა