პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩანაწერებიდან – გეგმა “ა”, “ბ” და “გ”

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ გურიას ესტუმრება.
სალომე ზურაბიშვილი გურიაში სამი დღე ჩერდება და მხარის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება.
პრეზიდენტის ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ გურულები ჩვეული ენაკვინატობით. სხვადასხვა პოსტებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული კუკა ბარამიძის პოსტია, რომელიც ასეა დასათაურებული: “პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩანაწერებიდან”

13, 14, 15 იანვრის ვიზიტზედ. წელი 2020.

გეგმა ,,ა,,
საზეპირონი:

შეცდომაა – გუგულებო
სწორია – გურულებო;

შეცდომაა – სოლოლაკი
სწორია – ჩიჩილაკი;

შეცდომაა – კანადა
სწორია – კალანდა;

შეცდომაა – ფოლკნერის ცენტრი
სწორია – ფოლკლორის ცენტრი;

შეცდომაა -ღვიძლები
სწორია – ღვეზლები;

შეცდომაა – შ. რადიაციის სახლ-მუზეუმი
სწორია – შ. რადიანის სახლ-მუზეუმი;

(იმ შემთხვევისთვის თუ საზეპიროები უშედეგო აღმოჩნდა).

გეგმა ,,ბ,,

ყველანი ვუმეორებთ ინტენსიურად:

ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი- ოქროი რჩეული;
ხოლო დუმილი- ოქროი რჩეული;
დუმილი- ოქროი რჩეული;
ოქროი რჩეული………

გეგმა ,,გ,,- თავის მართლება:

კი, სწორად ეწერა მაგრამ ეტყობა სადღაც ამოუვარდა ის ფურცელი.

➡️ მე მიყვარს ჩემი ,,არისწოკრატკა,, პრეზიდენტი” -წერს ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბამ ე.წ პრეზიდენტის პოსტი დატოვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან