21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ლუკა ეხვაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს საგარეო საკითხებში.

ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.

ლუკა ეხვაია იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: რატომ არ ეუბნება ხელისუფლება ხალხს, რა ხდება საქართველოს სატრანზიტო გაზსადენზე?