პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

მათივე ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness)“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტებით, გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ ასეთივე საარჩევნო კამპანია
შემდეგი სტატიაპირზე, რომელსაც 14 წლის ასაკს მიუღწეველი დისშვილის გაუპატიურებისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ძებნა გამოცხადდა