პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ფერმერთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ შორის, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული შესაძლებლობების, კვალიფიკაციის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.
“საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ” შეიმუშავა განათლებისა და გადამზადების პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.

განათლებისა და გადამზადების პროექტი ითვალისწინებს: სოფლის მეურნეობაში დარგობრივი და ზოგადი ტრენინგების ორგანიზებას; კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური პროგრამების განხორციელებას; განათლების სფეროში ცნობიერების ამაღლების აქტივობებს.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2017 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტისა და ფერმერთა ასოციაციის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს სურვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღონ თანამედროვე ცოდნა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო დონეზეც.

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ რამდენიმე ტიპის საგანმანათლებლო პროექტს, მათ შორის ფერმერთა საერთაშორისო განათლების პროექტს, რომელიც დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს საქართველოს ფერმერების მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა მემორანდუმის გაფორმებისას.

banner
წინა სტატიაშიბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაუმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს