პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა

news
ავტ.: news იანვარი 13, 2016 18:29

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა.

წერილი საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძემ გადაგზავნა.

“საქართველოს მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით მიმემართა პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. წერილი უკვე გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და იმედია საზოგადოება მიიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კოჟორიძემ.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 26 დეკემბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა უწყებას მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

“მე მგონი უკვე მეხუთედ პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი “მესიჯების საქმე” უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე “მესიჯების საქმე”, რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news იანვარი 13, 2016 18:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics