პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას 8 ათას გვერდამდე დოკუმენტური მასალა გადაუგზავნა

რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვისსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ საუბრობს ალეკო ელისაშვილთან იმ შეხვედრის დეტალებზე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, ქვეყნის პირველ პირს მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები წააკითხა. მარგველაშვილმა “იმედთან” საუბარში მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ელისაშვილთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ნამდვილად ჰქონდა და ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

“მე პრინციპად მაქვს და აქამდე ვხერხებ, რომ იმას, რაც კაბინეტებში და ორ ადამიანს შორის ითქმევა, საზოგადოებაში დეტალურად არ ვიხილავ. რადგან საქმეა აღძრული და რაღაც პროცესი მიდის, შემიძლია მარტივად გითხრათ ის და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა. ჩემი პასუხი იყო მარტივი – ვუთხარი, რომ, თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება, იმ წუთას გადმოამისამართე ჩემთან-თქო. ამით ეს თემა დავამთავრეთ. დანარჩენ დეტალებზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავავალე რომ ამ საკითხისთვის მიეხედა. გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და ჩემს მიერ სანდო ადამიანი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან პატოსან ადამიანს, შემოვიდა, პრობლემა შემოიტანაა და მე ეს პრობლემა გადავჭერი. ეს იყო 15-წუთიანი თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას 8 ათას გვერდამდე დოკუმენტური მასალა გადაუგზავნა. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. “მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე კანონმორჩილი. შესაბამისად, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილის გააქტიურება და შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არის ორკესტრირებული. პრეზიდენტის თქმით, ელისაშვილი იმდენად დამოუკიდებელი ადამიანია, რომ ძნელად წარმოუდგენია, ის ვინმემ მართოს. “ამ კითხვაზე არ ვაპირებდი რომ მეპასუხა, მაგრამ ვუპასუხებ იმდენად რამდენადაც, ალეკოს ღირსება აქვს შელახული, რადგან საუბარია, რომ ის შეიძლება მართო და ათამაშო ამ საქმეში. აბა სცადოს ვინმემ და მართოს ალეკო ელისაშვილი – ის დამოუკიდებელი ადამიანია, დამოუკიდებლად გახდა დეპუტატი. ალეკო ელისაშვილი არის სინდისიერი ადამიანი. მისი ორკესტრატორი ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს კოალიაცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ იქნება
შემდეგი სტატიაამ ადამიანების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს არა პრეზიდენტისგან, არამედ რომელიღაც უწყებისგან