პრეზიდენტის ადმინისტრაცია-ზურაბიშვილი როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა

„სალომე ზურაბიშვილი როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას,“ – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს

მათი ინფორმაციით,სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.

„პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია,“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტო გავრცელდა, რომელიც ლოპოტას ტბაზეა გადაღებული. აღნიშნულის გამო პრეზიდენტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესი ამ დრომდე არ შეუფასებია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია – დიმიტრი ლეჟავას მრჩევლად დანიშვნისას ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა
შემდეგი სტატიაგარანტიები, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა დარჩა განცხადებებად – სამოქალაქო საზოგადოება პაატა სალიას განცხადებას ეხმაურება