პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.

„ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი