პრეზიდენტის ადმინისტრაცია – შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთა კომისიიდან რამდენიმე წევრის წასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, იგეგმება კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტება.

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის”,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების კომისია უკვე დატოვეს კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა.

ამასთან, როგორც კომისიის უკვე ყოფილმა წევრმა, ეკა გიგაურმა პირველ არხს განუცხადა, მან საკუთარი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები
შემდეგი სტატიათბილისში საპენსიო სააგენტოს ოფისი, ასევე ცხელი ხაზი ამოქმედდა