პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

„პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილი – ევროკავშირი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერი – რუსეთს სურს სომხეთის დასჯა მშვიდობისკენ სწრაფვისა და საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემისთვის