პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტიებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმში ჩართვისკენ მოუწოდებს

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 13:36

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტიებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმში ჩართვისკენ მოუწოდებს

ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს.

„მემორანდუმი შესაძლოა, არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშათ. ჩვენ უნდა შევძლოთ არჩვენების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება“,-აღნიშნა აბაშიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 13:36