პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, კავშირის “საფარი” წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრისას ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელსაც ადრეული ქორწინება წარმოშობს, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

„საქართველოში ადრეული ქორწინება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა რისკებთანაა დაკავშირებული ადრეული ქორწინება, რა სასჯელია განსაზღვრული იმ პირებისათვის, ვინც არასრულწლოვანს მოიყვანს ცოლად“, – განაცხადა სოფიო შამანიდმა.

banner
წინა სტატიაშივარშავამ ამერიკას მოუწოდა პოლონეთში მძიმე ბრონირებული ტექნიკა შემოიყვანოს
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს, ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ“