პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია- უილსონი ზურაბიშვილს ესაუბრა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში უილსონი წერს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, ხოლო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ახალი არჩევნებია:

“კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები – საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს” წერს უილსონი

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, წალენჯიხელი ბადრი კვარაცხელია დაიღუპა
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს” – რესპუბლიკელი სენატორი უიკერი