საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.
“ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას. ესოდენ მიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად საქართველოს კანდიდატის არჩევა უდავოდ ქვეყნის წარმატებაცაა და აღიარებაა ჩვენი მისწრაფებისა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში.
წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ზურაბს ახალი, უმიშვნელოვანესი მისიის განხორციელებისას”- აღნიშნა პრეზიდენტმა.