პრეზიდენტი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამოძიებას აქტიურად მიადევნებს თვალყურს – დოლიძე

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ბორჯომში ჟურნალისტის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამოძიებას აქტიურად მიადევნებს თვალყურს.
”ჩვენ, ხალხმა, არაერთხელ, ჯერ კიდევ გირგვლიანის საქმეზე რეაქციით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, არაკანონიერი გამოვლინება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ საქმეს, აქტიურად მიადევნებს თვალყურს გამოძიებას. ბუნებრივია, თუ დადასტურდა ამ დანაშაულის ჩადენა, ჩვენ მოვითხოვთ და მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ ადეკვატურად მიეცეს პასუხისგებაში ის პირი, რომელიც გამოვლინდება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშილეონიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს
შემდეგი სტატია“ენმ“ სირიის საკითხზე მათ მიერ მომზადებული განცხადების პროექტს აქვეყნებს