27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს.

“მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა”, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ოპერაციის მთავარი მიზანი უკრაინის მოსახლეობის დაცვაა სუმისა და ხარკივის ოლქებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.

banner
წინა სტატიაშიოლეგ დერიპასკას კუთვნილი 2 მილიარდი გრივნის ღირებულების აქტივი უკრაინაში ნაციონალიზებულად გამოცხადდა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და აეკრძალა ქვეყნის დატოვება