პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას – სალომე ზურაბიშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ლაზიკის პორტის გაუქმება შეგნებული სტრატეგია იყო, ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიენე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტს გააჩნია ხელში რაღაც ინსტრუმენტები, რათა უკეთესი გზავნილები გაუჟღეროს ევროკავშირს